სირია

სირიაში აშშ-ის კოალიციის საჰაერო დარტყმებს 817 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

Reuters

სირიასა და ერაყში ე.წ. ისლამურ სახლმწიფოსთან მებრძოლი აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი კოალიცია აღიარებს, რომ 2014 წლიდან მოყოლებული მათ მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად 817 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ეს რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, ვინაიდან ამჟამად მსგავსი შემთხვევის 700-მდე ცნობაა გამოუძიებელი.

კოალიცია რეგიონში საჰაერო თავდასხმებს აგრძელებს, რადგაც მათი განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ ერაყის მთავრობამ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე გამარჯება გამოაცხადა, მათ საბოლოოდ დასამარცხებლად ჯერ კიდევ დიდი ძალისხმევაა საჭირო. კოალიციის ხელმძღვანელობის თქმით ტერორისტული დაჯგუფება კვლავ წარმოადგენს რეგიონულ და გლობალურ საფრთხეს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში New York Times-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ სირიიდან და ერაყიდან ე.წ. ისლამური სახელმწიფოს გასაძევებლად კოალიციამ 27,500 საჰაერო დარტყმა განახორციელა.

კომენტარები