ხვალ, 29 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.
გლდანის რაიონი
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თაბუკაშვილის, ჭანტურიას და ვირსალაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), აბუსერიძე-ტბელის, ლუსინიანის, იალბუზის, იორის, სამასი არაგველის, ბოდბის, შავსოფლის, არბოშიკის და ბოჭორმის ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





