დღეს, 28 დეკემბერს, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, ჩუღურეთის რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
თელასის ცნობით, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ხეთაგუროვის, ნინო ჩხეიძის, შალვა მჭედლიშვილის, შოთა გამცემლიძის, თოიძის და კუმისის ქუჩების მცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ" - აცხადებს თელასი.





