ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი 2017 წელს $350 მილიონით გამდიდრდა

DARO SULAKAURI / agenda.ge

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოს 307-ე უმდიდრესი მოქალაქეა და მისი ქონება $5.8 მილიარდ დოლარს შეადგენს. 61 წლის მილიარდერი 2017 წლის განმავლობაში $350 მილიონით გამდიდრდა.

Bloomberg-ის მონაცემებით, ივანიშვილი ფლობს საბანკო ანგარიშებს, რომლებზეც ჯამში $4.75 მილიარდი დოლარია განთავსებული, მას ასევე ეკუთვნის ხელოვნების ნიმუშების $1-მილიარდიანი კოლექცია. 

ამჟამად, შვეიცარიის, ბერმუდის, სინგაპურისა და ახალი ზელანდიის სასამართლოებში მიმდინარეობს Credit Suisse-ის წინააღმდეგ ივანიშვილის იურისტების სარჩელის განიხილვა. ივანიშვილი ბანკს ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში ადანაშაულებს.

ივანიშვილი მის ერთ-ერთ წარუმატებელ ინვესტიციაში, ბიოტექნოლოგიების მწარმოებელ კომპანია RAPTOR-ში ჩადებული $100 მილიონის დაკარგვას მის პირად ბანკირს აბრალებს

კომენტარები