ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

შობის ღამეს მამაკაცმა ამერიკაში ყოფილი ცოლი და ორი შვილი მოკლა

CNN

მამაკაცმა ამერიკაში ყოფილი ცოლი და ორი შვილი მოკლა. დაკავებისას მან სამართალდამცავებსაც გაუხსნა ცეცხლი. შედეგად ერთი ოფიცერი დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა 25 დეკემბერს, შობის ღამეს, ფენიქსში, არიზონას შტატში მოხდა.

ყოფილი ცოლი და ორი შვილი მამაკაცს 6 საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი. შტატის პოლიცია სახლში მაშინ შეიჭრა, როცა ერთ-ერთმა სამართალდამცავმა გარდაცვლილი ბავშვის სხეული შეამჩნია. მოკლული ბავშვებიდან ერთი - 10 თვის, მეორე კი 11 წლის იყო.

პოლიცია მკვლელობის მოტივებზე ჯერჯერობით არ საუბრობს.

კომენტარები