მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს ჩვენება არ მისცა

Reuters

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე არ შევიდა. მისი ადვოკატის განმარტებით, უწყების მიერ სააკაშვილისთვის გაგზავნილ ერთ უწყისში ორი საგამოძიებო მოქმედების შესახებ არის მითითებული, რაც კანონდარღვევაა. 

"ჩვენ შევიტანეთ განცხადება [უსაფრთხოების სამსახურის კანცელარიაში] საგამოძიებო მოქმედების გადატანის შესახებ, ერთსა და იმავე დღეს ინდივიდუალური საგამოძიებო მოქმედებების უკანონო კომბინაციისა და ამის მხოლოდ ერთი უწყისით შეტყობინების გამო", - თქვა ადვოკატმა რუსლამ ჩერნოლუცკიმ.

ადვოკატი ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედება და დაკითხვა ექსპერტიზისთვის ნიმუშების შეგროვებას ისახავს მიზნად, თუმცა მითითებული არ არის, კონკრეტულად რა ნიმუშები იგულისხმება. 

​რუსთავი 2-ის ცნობით, საქმე სააკაშვილის ხმის ნიმუშს ეხება, რომელსაც საქმეში არსებულ მტკიცებულებებს დაურთავენ. სააკაშვილი ამბობს, რომ ის ხმის ნიმუშის მისაცემად მზად არის იმ შემთხვევაში, თუ ახალი უწყებებს კანონის შესაბამისად მიიღებს და დაინიშნება ახალი თარიღი. 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილი გეგმავს, მისი გატაცების გამო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს და მისთვის მიყენებული ზიანისთვის კომპენსაცია მოითხოვოს. 

მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მზად იყო, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს ჩვენება მიეცა. 

კომენტარები