ავარია მოსკოვში

მოსკოვში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

მოსკოვში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა. ჯანმრთელობის სამინისტროს განცხადებით, ორი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია. დაზარალებულებს შორის 30 წლამდე ქალი და მოზარდიც არის.

ოფიციალური ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსი მეტროსადგურის შესასვლელში მოულოდნელად შევარდა. შემთხვევა სლავიანსკი ბულვარის მეტროსთან მოხდა. როგორც გამომძიებლები ამბობენ, მძღოლი ცდილობდა დამუხრუჭებას, თუმცა მუხრუჭები არ მუშაობდა. ავარია მოყინულ გზაზე მოხდა.

მომხდარისთვის ტერაქტის კვალიფიკაცია არ მიუნიჭებიათ.

კომენტარები