26 დეკემბერს, თბილისის 6 რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.
კრწანისის რაიონი
12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის და გახოკიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
13 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის და რომელაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის და ბაზალეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯანაშიას, შანიძის და მელიქიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება." - აცხადებს თელასი.





