ცხოვრება+სტილი

კაცმა $25 000 დოლარი დახარჯა, რათა დევიდ ბექჰემს დამსგავსებოდა

ბრიტანელმა ჯეკ ჯონსონმა 25 000 ამერიკული დოლარი დახარჯა, რათა ფეხბურთისა და მოდის ვარსკვლავს, დევიდ ბექჰემს დამსგავსებოდა.

ჯეკ ჯონსონის თქმით, მას ძალიან უნდოდა ყოფილიყო დევიდ ბექჰემის მსგავსი, მაგრამ ამ მცდელობებმა კინაღამ სიკვდილამდე მიიყვანეს.

"მე ჩემს სიცოცხლეს ვწირავდი, რათა დავმგვანებოდი დევიდ ბექჰემს, ეს არ არის ადვილი. ამ მცდელობებმა კინაღამ მომკლა და არ მინდა, რომ სხვებმაც დაუშვან მსგავსი შეცდომები." - თქვა ჯონსონმა ITV-თან საუბარში.

ჯონსონი თვეში 10 ინექციას იკეთებდა, მან ასევე გაიკეთა ტუჩის, ყელისა და ლოყების ფილერი და შუბლის ბოტოქსი.

"მე სასოწარკვეთილი ვცდილობდი დავმსგავსებოდი მას [ბექჰემს] და ეს კინაღამ ჩემს სიცოცხლედ დამიჯდა. ვგრძნობ, რომ ახლა საუკეთესო ადგილას ვარ - არ მინდა რომ ვინმეს იმის გამოცდა მოუწიოს, რაც მე გამოვიარე. არავინ, არასდროს არ უნდა ისწრაფვოდეს იმისკენ რომ სელებრითს გავდეს, ამის ნათელი მაგალითი მე ვარ. შენ უბრალოდ უნდა იყო შენ."- თქვა ჯონსონმა. 

კომენტარები