ცხოვრება+სტილი

ქალი, რომელიც 8 წლის წინ ძაღლზე დაქორწინდა, ამბობს, რომ ეს შესანიშნავია

independent.co.uk

43 წლის ვილჰელმინა კალაჰანი ჩრდილოეთ ირლანდიიდან, 8 წლის წინ თავის ძაღლ ჰენრიზე დაქორწინდა.

"2009 წელს დავქორწინდით, ამის შემდეგ ჩემი საქმეები ცუდად წავიდა. სამსახური დავკარგე მორგში, შემდეგ ჩემი სახლი დაიტბორა, მაგრამ ჰენრის არასდროს მივუტოვებივარ. ის ჩემი მეფეა."- თქვა კალაჰანმა.

კალაჰანმა ძაღლი 2009 წელს თავშესაფარიდან წაიყვანა. მას შემდეგ, რაც ინტერნეტ სივრცეში წაიკითხა, რომ ხალხი საკუთარ ცხოველებზე ქორწინდებოდა, გადაწყვიტა, რომ ეს მასაც ეცადა.

დიდ ბრიტანეთში ცხოველთან ქორწინება დაშვებული არ არის, ამიტომ კალაჰანი ამბობს, რომ ეს სულიერი ქორწინებაა, რისი დამამოწმებელი სერტიფიკატიც მას აქვს.

კალაჰანს, გარდა ჰენრისა, კიდევ 11 ძაღლი ყავს. მისი თქმით, ძაღლები უკეთესები არიან, ვიდრე კაცები.

კომენტარები