25 დეკემბერს, თბილისის სამ რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

newcastle.gov.za

დღეს, 25 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს. 

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის და რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

15 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, ხომლელის, ჯავახეთის და კალოუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები