ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელად დავით ასათიანი აირჩიეს. მან 922 ადვოკატის ხმა მიიღო, მისმა კონკურენტმა ლევან კანაშიამ კი 23 ხმა მოაგროვა.
ეს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების მეორე ტური იყო. პირველ ტურში 50%-იანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა.
აღსანიშნავია, რომ ჯანაშიას მეორე ტურისთვის ბოიკოტი ჰქონდა გამოცხადებული პირველ ტურზე განვითარებული მოვლენების გამო - ის ასათიანს და მის მხარდამჭერებს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა და პირველი ტურის შედეგების გაუქმებასაც ითხოვდა.
დავით ასათიანი ორგანიზაციას 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.