ვითარება გზებზე

გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველანაირი სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

autoradio

შსს-ის ცნობით, საავტომობილო გზის, გუდაური-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის და ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

შსს-ის ცნობით, ყველა სახის ავტომობილი დაბა ჟინვალში ჩერდება. უწყება მათ ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებში განლაგებას ურჩევს.

რაც შეეხება რუსეთის ფედერაციაში მიმავალ მანქანებს, შსს-ის ცნობით, ისინი გუდაური-კობის მონაკვეთზე შექმნილი ზვავსაშიშროების გამო, საქართველო-რუსეთის საზღვრამდე გადაადგილებას უახლოეს საათებში ვერ შეძლებენ. უწყება ამბობს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ინფორმაციას მძღოლებს ადგილზეც აწვდიან. 

გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველანაირი სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

კომენტარები