პარლამენტი

კობახიძე: პარლამენტში რეგისტრაცია 9 დეპუტატმა დაუსწრებლად გაიარა

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტში, სადაც რიგგარეშე პლენარული სხდომა იწყება, რეგისტრაცია 86-მა დეპუტატმა გაიარა. რეგისტრაციის დროს კობახიძემ დეპუტატებს სთხოვა, არ გამოეყენებინათ ბარათები და მანდატურის სამსახურს მიმართა, მიაწოდოს მათი სია, ვინც ასე მოიქცევა.

"გთხოვთ, არ გამოიყენოთ ბარათები, 76 დეპუტატი ზის დარბაზში, რეგისტრირებულია 86. გამოვაქვეყნებთ იმ დეპუტატების სიას, რომლებიც იყენებენ ბარათებს. მე ვთხოვ მანდატურის სამსახურს, მომაწოდოს იმ დეპუტატების სია, რომლებმაც ე.წ ბარათების მეშვეობით გაიარეს რეგისტრაცია". 

რამდენიმე წუთში კობახიძემ თქვა: 

'"როგორც გაირკვა, 9 დეპუტატმა დაუსწრებლად გაიარა რეგისტრაცია, ბარათის მეშვეობით. სამომავლოდ, იმისთვის, რომ იყოს აღკვეთილი ასეთი პრაქტიკა, დასახელდება თითოეული დეპუტატი, ვინც ასე იქცევა".

ამის შემდეგ კენჭისყრის რეჟიმი ხელახლა ჩაირთო. რეგისტრაცია კვლავ 76-ზე მეტმა - 81-მა ადამიანმა გაიარა. 

კომენტარები