მთავრობა პარლამენტში

კვირიკაშვილი: არ შემიძლია არ აღვნიშნო მსგავსება ექსპრეზიდენტსა და მის წარმომადგენელს შორის

არ შემიძლია არ აღვნიშნო ის უდიდესი მსგავსება ქვეყნის ექსპრეზიდენტის იერსახესა და მის წარმომადგენელს შორის საქართველოში და კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა კმაყოფილება, რომ როგორც ჩვენი ქვეყნის ექსპრეზიდენტი გავიდა პოლიტიკური არეალიდან და აბსოლუტურად მარგინალურ ზონაშია გადასული, სწორედ ასევე მისი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში ზუსტად ანალოგიურად იქცევა. კიდევ ერთხელ მინდა ყველა თქვენგანს დავუდასტურო მინისტრთა კაბინეტის განწყობა, მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ ყველასთან საქართველოს პარლამენტში, ვისთანაც შესაძლებელია ცივილიზებული დიალოგი. მინდა ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივცე გარანტიები ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, რომ 2018 წელი იქნება მართლაც ჭეშმარიტი დიალოგის და მაქსიმალური ჩართულობის წელი. 

თქვა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანომ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა ნიკა მელიას 2 დღის წინ, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის სხდომაზე აგინა. ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლას პარლამენტში ხმაური და დაპირისპირება გუშინდელ პლენარულ სხდომაზეც მოჰყვა. 

კომენტარები