მთავრობა პარლამენტში

კვირიკაშვილი აგროკრედიტების პროგრამაზე: არის თუ არა ეს უფასო ფული?

აგროკრედიტების პროგრამა, რომელშიც მილიარდზე მეტი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, პრაქტიკულად არის 7 წლიანი სესხი, სადაც 1 და 2%-იანზე მეტი განაკვეთი არ ფიქსირდება. ეს არის ასევე პროგრამა, რომელიც საგრანტო კომპონენტებსაც შეიცავს. საგრანტო კომპონენტების ფარგლებში ჩვენ გვქონდა პროდუქტები, სადაც 40%-იანი გრანტი იყო, მთელი თანხის 50% იყო 1 და 2%-იანი სესხი და თანამონაწილეობა მხოლოდ და მხოლოდ .10% იყო. არის თუ არა ეს პრაქტიკულად უფასო ფული?

გიორგი კვირიკაშვილმა უმცირესობის სხდომაზე გიგა ბოკერიას კითხვას უპასუხა. ბოკერიამ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის დაპირებების ვიდეოკოლაჟი ჩართო, სადაც ყოფილი პრემიერმინისტრი დაპირებებზე საუბრობს, მათ შორის უფასო ფულზე. 

კომენტარები