22 დეკემბერს, თბილისის ექვს რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს, 22 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას, ავარიის პრევენციას და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მოთხოვნას ასახელებს.

მთაწმინდის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაზალეთის, ქობულეთის, ნაფარეულის, ჯანაშვილის, რაფიელ ერისთავის, კეკელიძის, შატბერაშვილის, ქუთათელაძის, ბარნოვის, შროშის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და პეტრე ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, მერი დავითაშვილის, ვარდენ წულუკიძის, ტაშკენტის, ზემო ვეძისის და პეტრიწის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 დასახლების I, II მიკრორაიონების, მაისურაძის, მიხეილ გახოკიძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის და პოლიციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ლიბანის და ბარალეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, დაბა კოჯრის (ნაწილობრივ), სოფელი ბეთანიას და სოფელი შინდისის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები