21 დეკემბერს, თბილისის 7 რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

newcastle.gov.za

21 დეკემბერს, თბილისის 7 რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. თელასი მიზეზად ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდას ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ნატბეურების დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, სამხედრო გზატკეცილის, დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, მარკო პოლოს, მეფე მირიანის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი


11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტაბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

13 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და ნინო რამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი


11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), გრიგოლ ლორთქიფანიძის (ნაწილობრივ) და გივი ამილახვარის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი


10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი


10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ბეთანიას, დაბა კიკეთის და დაბა კოჯრის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი


11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იეთიმ გურჯის, ჩახრუხაძის, ავლევის, ნიშნიანიძის, ნაკაშიძის და ვერცხლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება." - აცხადებს თელასი.

კომენტარები