რუსთაველის გამზირზე დაჭრილი მოზარადის ოპერაცია დასრულდა. ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
"მას[მოზარდს] ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. ამჯერად სისხლდენა შეჩერებულია. პაციენტი შემდგომი მკურნალობის მიზნით გადავა ბავშვთა რეანიმაციის განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე. მიმდინარეობს შოკის საწინააღმდეგო თერაპია. მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება. 4 ჭრილობა აქვს, სიცოცხლისთვის საზიანო იყო გულ-მკერდში შემავალი ჭრილობა." - თქვა ექიმმა.
რუსთაველის გამზირზე მოზარდი დღეს დაჭრეს, მას დაზიანებები სავარაუდოდ დანით აქვს მიყენებული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.