ყაჩაღობა

ვარკეთილში "საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს

ვარკეთილში "საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს. შემთხვევა 19 დეკემბერს, დილით მოხდა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ "საქართველოს ბანკის" წერეთლის ფილიალიც დააყაჩაღეს. წერეთლის ფილიალის დაყაჩაღების ბრალდებით შსს-მ 1992 წელს დააბადებული პირი "ცხელ კვალზე" დააკავა.

კომენტარები