უკანონო ნადირობა

გარემოს დაცვის სამინისტრო: დაურეგისტრირებელი იარაღით, 4 კაკაბი უკანონოდ მოინადირეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

"დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მოქალაქემ, დაურეგისტრირებელი სანადირო იარაღით, უკანონოდ მოინადირა 4 ერთეული კაკაბი. კაკაბი არ შედის ნადირობისთვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალში, შესაბამისად, აღნიშნულ სახეობაზე, სამონადირეო მეურნეობის გარეთ, ნადირობა აკრძალულია", - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციითვე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოქალაქეს არარეგისტრირებული სანადირო იარაღი ჩამოართვეს. მასალები, შემდგომი რეაგირებისათვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.

კომენტარები