უკანონო ნადირობა

უკანონო ნადირობის ფაქტი - ახალციხეში წითელ ნუსხაში შეტანილი მურა დათვის ბელი მოკლეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტყემლანას მიმდებარედ, კაცმა გაუფორმებელი იარაღით წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური მურა დათვის ბელი მოკლა. მისი წონა 30 კგ იყო. სამართალდამრღვევს ნანადირევი ავტომანქანით ორ თანმხლებ პირთან ერთად გადაჰქონდა.

"ის იარაღითა და ნანადირევით გაქცევას შეეცადა, მაგრამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმალვის საშუალება არ მისცეს. სამართალდამრღვევმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. ვინაიდან აღნიშნული სამართალდარღვევა სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდეგი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხის რაიონულ სამმართველოში გადაიგზავნა" - აცხადებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

კომენტარები