19 დეკემბერს, თბილისის სამ რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

Creative commons

ხვალ, 19 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდას ასახელებს. 

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, მიხეილ თამარაშვილის გამზირის, ლიხაურის და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას (ნაწილობრივ), იოსებიძის, იყალთოს, ბუკიას, ბახტრიონის და კალანდაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

13 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი კოჯრის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

16 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, კავსაძის, ტიციან ტაბიძის, მცხეთის, შატბერაშვილის, არაყიშვილის, აბაშელის, რაზმაძის, მარუხის გმირთა, კოკა კლდიაშვილის, რადიანის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები