დღეს, 18 დეკემბერს, საბურთალოს და გლდანის რაიონებს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. თელასი მიზეზად ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდას ასახელებს.
საბურთალოს რაიონი
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის IV კვარტლის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვასაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





