საქართველოს სახალხო დამცველი

სახალხო დამცველმა ჯანმრთელობის ნიშნით ირიბი დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით 7 დეკემბერს ომბუდსმენმა განათლების და მეცნიერების სამინისტროს ჯანმრთელობის ნიშნით ირიბი დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის თაობაზე მიმართა.

"სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეს ჰიპერაქტივობის გამო ხშირად უწევდა სკოლებისა და კლასების გამოცვლა. ეს ფაქტი ართულებდა როგორც განათლების მიღებას, ასევე საზოგადოებათან შეგუების პროცესს. ვინაიდან ბავშვთან მუდმივად არ მუშაობდა სპეციალისტი, მისი მდგომარეობა გაუარესდა და მან ჯერ სხვა მოსწავლე დააზიანა, შემდეგ თვითდაზიანება სცადა. ბავშვს არც მომხდარის შემდეგ ჰყავდა სპეციალური მასწავლებელი, რაც აჩვენებს, რომ არ ხდება ბავშვის სპეციალური საჭიროების გათვალისწინება და მას ხელოვნურად ათანაბრებდნენ სხვა მოსწავლეებთან." ნათქვამია სახალხო დამცველის მიმართვაში.

ომბუდსმენის რეკომენდაციით "ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფა არ არის სახელმწიფოას ან სკოლის კეთილი ნება" და განათლების საყოველთაო კონსტიტუციური უფლების არსიდან და სახელმწიფოს შესაბამისი ვალდებულებიდან გამომდინარეობს, შესაბამისად "ინკლუზიური განათლება უნდა მივიჩნიოთ განათლების კონსტიტუციური უფლების რეალიზების იმგვარ ფორმად, რომლის არამართლზომიერი შეზღუდვაც ავტომატურად ნიშნავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დარღვევას."

კომენტარები