თბილისის მერიის ინფორმაციით, 16 დეკმბერს, 00:00 სთ-დან - 17 დეკემბრის 23:00 სთ-მდე, იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გადაიკეტება.
უწყებაში აცხადებენ, რომ სამუშაოებს "თბილსერვის ჯგუფის" დაკვეთით შპს "კაპიტელი" ახორციელებს.
თბილისის მერია მოქალაქეებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.