ძალადობა

სცემა თუ არა მოსწავლეს კლასელის მამამ - სამინისტრომ ფაქტის შესწავლა დაიწყო

განათლების სამინისტრომ ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლის ცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შესწავლა დაიწყო.

მოქალაქე თამარ ქემოკლიძის მტკიცებით, მის შვილს კლასელის მამამ სცემა. ქემოკლიძის თქმითვე, ფაქტს ორი დღის წინ მის შვილსა და თანაკლასელს შორის მცირე კამათი უძღოდა. მშობლის ინფორმაციით, პირს, რომელმაც მის შვილს სცემა, პოლიციელის ფორმა ეცვა. შსს-ს მტკიცებით კი, აღნიშნული პირი პოლიციელი არ არის.

სკოლის დირექტორის განცხადებით, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნამდვილად იმყოფებოდა მისი სკოლის მოსწავლე და ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, თუმცა, სცემა თუ არა მამაკაცმა ბავშვს, ეს დირექტორისთვის უცნობია. 

კომენტარები