აშშ-რუსეთი

ტრამპმა სამთავრობო დაწესებულებებში "კასპერსკის" ანტივირუსის გამოყენება აკრძალა

nbcwashington.com

სამშაბათს, 12 დეკემბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც ამერიკის ყველა სამთავრობო დაწესებულებაში რუსული კომპანიის"კასპერსკი ლების" პროგრამების გამოყენება აიკრძალა. სამოქალაქო და სამხედრო დაწესებულებებს კასპერსკის ანტივირუსის და სხვა პროგრამების წასაშლელად 90-დღიანი პერიოდი განესაზღვრათ. 

აკრძალვის მიზეზი ის ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც "კასპერკის" პროგრამების საშუალებით რუსეთი აშშ-ის სამთავრობო უწყებებიდან ელექტრონულ ინფორმაციას იპარავდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "კასპერსკი ლები" სახელმწიფო საფრთხედაც გამოაცხადა.

აკრძალვა იმ დიდი კამპანიის ნაწილია, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ სექტემბერში წამოიწყო. კამპანია ამერიკის შეერთებული შტატების კიბერ-უსაფრთხოებას ისახავს მიზნად.

 

კომენტარები