აბაშაში, თერჯოლაში, ოზურგეთსა და ყაზბეგში გაზმომარაგება დროებით შეწყდება

pennystockresearch

"სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, გაზის მიწოდება აბაშას, თერჯოლას, ოზურგეთსა და ყაზბეგს დროებით შეუწყდებათ.

კომპანია ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებაც, დროის რომელ მონაკვეთებში რომელ ქუჩებსა თუ სოფლებს შეუწყდებათ გაზმომარაგება:

  • ქალაქ აბაშაში, 13 დეკემბრის დილის 09:00 საათიდან 14 დეკემბრის შუადღის 15:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწდება: ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, აბესალომ ასათიანის, თამარ მეფისა და ვაჟა ფშაველას ქუჩებს, ასევე, სოფელი ნორიოს. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.
  • ქალაქ ოზურგეთში, 13 დეკემბრის დილის 11:00 საათიდან შუადღის 12:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ: მერაბ კოსტავასა და თამარ მეფის ქუჩების მაცხოვრებლებს. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.
  • თერჯოლის მუნიციპალიტეტში, 14 დეკემბრის დილის 10:00 საათიდან 15 დეკემბრის საღამოს 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება სოფლებს: სიქთარვა, ეწერი, ბარდუბანი, ზემო სიმონეთი, ქვემო სიმონეთი, ნახშირღელე და ქვებულა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.
  • ყაზგეგის მუნიციპალიტეტში, 13 დეკემბრის დილის 12:00 საათიდან შუადღის 13:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება დაბა სტეფანწმინდის მაცხოვრებლებს შეუწყდებათ. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" მომხმარებელს ბოდიშს უხდის დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

კომენტარები