მადლობელი ვარ თითოეული ადამიანის, რომელიც აჩვენებს უკრაინელების ღირსებას, თუ როგორი პრინციპები აქვთ მათ და როგორ უყვართ თავისუფლება. ჩვენ არ გვჭირდება არანაირი კონფრონტაცია, არანაირი მძაფრი ქმედებებისკენ არ მოვუწოდებ. ეს მოძრაობა გაფართოვდება, რადგან ეს არ არის მოძრაობა სააკაშვილისთვის, ხალხი ქუჩაში სააკაშვილისთვის არ გამოვიდა. მე არ მეშინია. მათ შეუძლიათ მე მომკლან, მაგრამ ვერასდროს მოკლავენ უკრაინელ ერს და მათ მისწრაფებას თავისუფლებისადმი. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ამის შესახებ ველაპარაკებოდი ჩემს მეუღლეს. მან მიიღო ჩემი გადაწყვეტილება, ეს მისთვის რთული არჩევანია, მაგრამ მხარი დამიჭირა - იცხოვრო გისოსებში, იყო ოლიგარქის პირადი პატიმარი. მე საკუთარი თავი უკრაინელი ოლიგარქის, ვლადიმერ პუტინისა და ყველა იმ ბინძური ძალის ტყვედ მიმაჩნია, რომელიც უკრაინას ანადგურებს. თავი დაკავებულად არ მიმაჩნია. ვფიქრობ, რომ ვარ სამხედრო ტვე, რადგან ისინი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ომს აწარმოებენ. ისინი ვერ გაერთობიან ჩემი გისოსებს მიღმა ყურებით, ისინი ჩემს ღირსეულ შიმშილობას ნახავენ. მე ვაჩვენე, როგორ შეიძლება იმუშაოს პრეზიდენტმა, ახლა ვაჩვენებ, როგორ შეიძლება, რომ მოკვდეს.
მიხეილ სააკაშვილი
სააკაშვილი: ღირსეულ შიმშილობას ნახავენ, ვაჩვენებ, როგორ შეიძლება პრეზიდენტი მოკვდეს
tbl.ge/2o7t
დაკოპირდა

ეს განცხადება მიხელ სააკაშვილმა კიევის სასამართლოში გააკეთა, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავენ. რუსთავი 2-ის თარგმანი.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




