ხვალ, 12 დეკემბერს, ვაკის და საბურთალოს რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდას ასახელებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, იოსებიძის, იყალთოს, ბახტრიონის და კოსტავას (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის და მეფე მირიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის და ერმილე ბედიას ქუჩის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის გამზირის, წყნეთის და ყიფშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
14 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), რამიშვილის და ყიფშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
15 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





