პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

ქუმსიშვილი: 2017 წლის 9 თვეში საქართველოში რეკორდული მოცულობის ინვესტიციები ჩაიდო

საქართველოს პარლამენტი

"2017 წლის პირველ 3 კვარტალში საქართველოში 1.346 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 3%-ით მეტია. მინდა ავღნიშნო, რომ ეს არის რიცხვი, რომელიც არის ყველაზე მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაწილში", - ამბობს ეკონომიკის მინისტრი, ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი.

საქართველოში ყველაზე მეტი მოცულობის - $1.76 მილიარდი დოლარის ინვესტიცია 2014 წელს ჩაიდო. თუმცა თუ მხოლოდ წლის პირველ 3 კვარტალს შევადარებთ ამ მხრივ პირველ ადგილზე 2017 წელია. 

ეკონომიკის სექტორების მიხედვით ინვესტიციების მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

  1. ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - $447 მილიონი, კლება წინა წელთან 3.2%
  2. მშენებლობა - $241 მილიონი, ზრდა წინა წელთან 67%
  3. საფინანსო სექტორი - $156 მილიონი, კლება წინა წელთან 12%
  4. ვაჭრობა, განათლება და მომსახურება - $117 მილიონი, ზრდა წინა წელთან 27%
  5. უძრავი ქონება - $116 მილიონი, ზრდა წინა წელთან 40%
  6. ენერგეტიკა - $98 მილიონი, კლება წინა წელთან 18%
  7. სასტუმროები და რესტორნები - $75 მილიონი, ზრდა წინა წელთან 74%
  8. დამამუშავებელი მრეწველობა - $46 მილიონი, კლება წინა წელთან 58%
  9. სამთომომპოვებელი მრეწველობა - $39 მილიონი, კლება წინა წელთან 2.1%
  10. სოფლის მეურნეობა და თევზჭერა - $9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 61%

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა აზერბაიჯანია, რაც პირველ რიგში ქვეყანაში შაჰ-დენიზის მილსადენის მშენებლობის პროექტს უკავშირდება. მეორე უმსხვილესი ინვესტორი კი თურქეთია.

  1. აზერბაიჯანი - $378 მილიონი, კლება წინა წელთან 12%
  2. თურქეთი - $259 მილიონი, ზრდა წინა წელთან 44%
  3. გაერთიანებული სამეფო - $175 მილიონი, ზრდა წინა წელთან 30%
  4. ნიდერლანდები - $133 მილიონი, ზრდა წინა წელთან 84%
  5. აშშ - $52 მილიონი, ზრდა წინა წელთან 15%
  6. გაერთიანებული საემიროები - $51 მილიონი, ზრდა წინა წელთან 36%
  7. პანამა - $42 მილიონი, ზრდა წინა წელთან 12%
  8. ჩინეთი - $35 მილიონი, ზრდა წინა წელთან 30%
  9. ჩეხეთი - $34 მილიონი, კლება წინა წელთან 56%
  10. მალტა - $29 მილიონი, ზრდა წინა წელთან 12%

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სიაში მოხვდა ოფშორული ზონაც (პანამა), ქართული ბიზნესები ოფშორებს ხშირად რეინვესტირებისთვის იყენებენ. მსხვილი ქართული კომპანიების ნაწილი ევროკავშირის ტერიტორიაზეა რეგისტრირებული, შესაბამისად მათი ბრუნვის ნაწილი უცხოურ ინვესტიციებად აღიქმება.

კომენტარები