ყაჩაღობა

შსს: სუპერმარკეტების დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ყაჩაღობის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული რ.ლ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში, გატეხილი შუშის ბოთლის გამოყენების მუქარით, მოლარეს გარკვეული თანხა გასტაცა და მიიმალა.

ასევე დადგინდა, რომ რ.ლ. 9 დეკემბერს, თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტში მოლარეს თავს დაესხა, დანის მუქარით თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული 10 დეკემბერს მისსავე საცხოვრებელ სახლში დააკავეს", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება არაერთგზის ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც რვიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

კომენტარები