ხანძარი

შსს: გუმათჰესი 2-ზე აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

პირველი არხი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუმათჰესი 2-ის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 6 დეკემბერს გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციული დამუშავების პროცესი მიმდინარეობს. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩება ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და  ტერიტორიის მონიტორინგს განახორციელებს.

შემთხვევის ადგილზე 40-მდე მეხანძრე-მაშველი და 8 ერთეული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა მიიყვანეს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები წყალტუბოდან, ქუთაისიდან და ზესტაფონიდან.

პირველადი ინფორმაციით, მომხდარი აფეთქების შედეგად, გუმათჰესი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიღვარა 18 ტონამდე საწვავი. ხანძარი გაუჩნდა ზეთის ტრანსფორმატორს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო,რაც გულისხმობს დაზიანებას ცეცხლის წაკიდებით ან აფეთქებით

კომენტარები