ხანძარი

შსს: გუმათჰესზე აფეთქებისას და ხანძრისას არავინ დაშავებულა, ადგილზე ცეცხლს აქრობენ

ნოდარ ცხვირაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუმათჰესზე აფეთქებისას და ხანძრისას არავინ დაშავებულა.ადგილზე 40-მდე მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა მუშაობს. სამართალდამცავები იცავენ გარე პერიმეტრს.

პირველადი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად, გუმათჰესი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიღვარა 18 ტონამდე საწვავი. ასევე, ხანძარი გაუჩნდა ზეთის ტრანსფორმატორს. ადგილზე იყო ძლიერი კვამლიც.  

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს დაზიანებას ცეცხლის წაკიდებით ან აფეთქებით.

კომენტარები