7 დეკემბერს, თბილისის ხუთი რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

Reuters

ხვალ, 7 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. თელასი მიზეზად ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდას ასახელებს.

ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამღერეთის, სართანიას, კალიუჟინის, თამარაშვილის, კურნატოვის, გულრიფშის, მესხიშვილის, დობროლიუბოვის, კამალოვის, ჟღენტის, ზედაუბნის, კოდალოს, მაღაროს, ლოტკინის, ცქიტიშვილის, თიგიშვილის და ზაქარაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, აეროპორტის დასახლების, რკინიგზის ჩიხის და შიუკაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ყარაჯალარის (ნაწილობრივ), გარდაბნის გზატკეცილი, წმინდა ბარბარეს უბნის, თბილავიამშენის დასახლების, მებაღეობის, ოცხელის და ქინძმარაულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ნავთლუღის დასახლების, ევროპის მოედნის, ღვინის აღმართის, მეტეხის აღმართის, დოლაბაურის I ხევის, საექიმოს, კაჭარავას, დესპინე გელოვანის (ბანოვანი), ჯორბენაძის, რუისის, იორის, მათიაშვილის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ნავთლუღის, მეველეს, დუტუ მეგრელის, ურბნისის, უჯარმის, ჩეხოვის, ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, ჭრელაშვილის, პატარძეულის, სამასი არაგველის, ფერიცვალების, ჯორჯაძის, მეტეხის, წერნაკის, დოლაბაურის და ისნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის, ზუგდიდის, კედიას, ცემის, სოხუმის, ევდოშვილის, სტანისლავსკის და თევდორე მღვდლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე სარაჯიშვილის (ვაშლიჯვარი) ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები