თბილისის მერია

თბილისის მერია: ტროტუარებზე ავტომობილების პარკირების 101 ადგილი გავაუქმეთ

თბილისის მერია
თბილისის მერია

თბილისის მერიამ ტროტუარებზე ავტომანქანების პარკირების 101 ადგილი გააუქმა. მერია მიზეზად "ქვეითების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას" ასახელებს.

ტროტუარებზე ავტომანქანების პარკირების ყველაზე მეტი ადგილი შემცირდა: გრიგოლ რობაქიძის გამზირის კორპუს 2ა-2ბ-სთან - 21 ერთეული და ვაჟა-ფშაველას გამზირის N30-ის მიმდებარედ - 23. მერიის ცნობით, სულ ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებულ ტროტუარებზე ავტომანქანების დგომის 65 ადგილი შეიზღუდა. ასევე, ჭავჭავაძის N37-თან ტროტუარებზე პარკირების 12 ადგილი გაუქმდა. მსგავსი ცვლილებები შეეხო ყაზბეგის გამზირის N9ა-ში არსებულ პარკირების სამ ადგილსაც.

"ამასთანავე, დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, ავტომობილების 186 სადგომი ადგილი დაემატა, მათ შორის, რიყის ტერიტორიაზე -105, წინანდლის ქუჩაზე - 30, ხოლო ვირსალაძისა და ხიდის ქუჩებზე, სადაც ამჟამად, მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს, ჯამში 40 ადგილი. მითითებულ მისამართებზე პარკირების ადგილებს შშმ პირთათვის გამოვყოფთ" - აცხადებს მერია.

დედაქალაქის მთავრობა ტროტუარებზე პარკირებას ეტაპობრივად აუქმებს. თბილისის მერიის მტკიცებით, 2014 წელს ქვეითთა სავალ ზოლზე არსებული 2 200 ადგილიდან დღეისთვის, სულ 924-ია დარჩენილი.

კომენტარები