მსოფლიოს ჩემპიონატი ძალოსნობაში

ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და მსოფლიო ჩემპიონი მეორედ გახდა

1tv.ge

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა. ტალახაძემ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა და აშშ-ში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 210, 215 და 220 კილოგრამი დაძლია, აკვრაშიც სამივე ცდა გამოიყენა და ჯამში 477 კილოგრამის აწევით მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. მან თავისივე რეკორდი 4 კილოგრამით გააუმჯობესა.  

მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი ირანელმა საეიდ ალიჰუსეინმა, ბრინჯაო კი ასევე ირანელმა ბეჰდად სალიმიკორდასიაბმა მოიპოვა.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჯამში 7 მედლით დაასრულა და გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა. ქართველი ძალოსნების ანგარიშზე 5 ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაოს მედალია. 
 

კომენტარები