მსოფლიოს ჩემპიონატი ძალოსნობაში

მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში ქართველი სპორტსმენები არ გამოვლენ

მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონატი ძალოსნობაში
allthingsgym.com

პოლონეთის ქალაქ ვროცლავში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში, ქართველი სპორტსმენები მონაწილეობას არ მიიღებენ. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტურნირზე ოთხი ქართველი ძალოსანი: შოთა მიშველაძე (69კგ), გიორგი ლომთაძე (77კგ), ალბერტ კუზილოვი (105კგ) და ლაშა თალახაძე (+105კგ) იასპარეზებდნენ, მაგრამ დღეს ტურნირის ბოლო დღე მათ გარეშე ჩაივლის.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ფეისბუქის გვერდზე დაიდო ინფორმაცია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სახელით სპორტსმენები 77 და 105 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვიდოდნენ, თუმცა საბოლოოდ ასეც არ მოხდა.

როგორც ტაბულასთან საუბარში ძალოსნობის ფედერაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ოფიციალური განცხადება მომავალ კვირაში გაკეთდება, თუმცა ჩვენი ინფორმაციით პრობლემა შეიქმნა ტურნირზე სპორტსმენთა დაშვებასთან დაკავშირებით. სავარაუდოდ განცხადებას ფედერაციის პრეზიდენტი, დავით ბეჟუაშვილი გააკეთებს.

კომენტარები