მოთხოვნა აქამდეც იყო გაგზავნილი მიხეილ საკაშვილის ექსტრადირების თაობაზე და ამ თემაზე გაკეთებული აქვს უკვე როგორც იუსტიციის სამინისტროს, ისე მთავარ პროკურატურას შესაბამისი განცხადებები და განმარტებები. ეს სამართლებრივი პროცედურა საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო და შიდა ეროვნული კანონმდებლობით უკვე დაწყებულია. იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში აქვს წინასწარი პატიმრობა შეფარდებული სასამართლოს მიერ, გაცემულია დაპატიმრების ბრძანება და ასევე ძებნის დაწყების პროცედურებიც გავლილია. ყველა შემდგომი სამართლებრივი პროცედურა მოხდება ორხმრივი სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში.
ბესელია სააკაშვილზე: სამართლებრივი პროცედურები მოხდება ორმხრივი თანამშრომლობით
tbl.ge/2npu
დაკოპირდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია კიევში მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და მისი შესაძლო ექსტრადირების შესახებ.




