პრემიერის გადადებული ვიზიტი

მთავრობის ადმინიტრაციაში არ ამბობენ, რატომ გადაიდო პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში

facebook.com/KvirikashviliOfficial

მთავრობის ადმინიტრაციაში ადასტურებენ, რომ პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში გადაიდო, თუმცა რა მიზეზით გადადო გიორგი კვირიკაშვილმა ოფიციალური ვიზიტი ამის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. მთავრობის ადმინიტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, "ვიზიტი მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ შედგება". 

პრემიერი ბრიუსელში 8 დეკემბერს უნდა გამგზავრებულიყო.

პრემიერის ვიზიტის გადადების შესახებ ტაბულას წყარომ ინფორმაცია გუშინ მიაწოდა.

კომენტარები