სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

გომელაური სპეცოპერაციაზე: ბინაში იარაღი ტყეში არსებული სამალავიდან მიიტანეს

იარაღები საიდან აქვთ მოძიებული, ეს დავადგინეთ, საიდანაც შეიძინეს და მიიტანეს ამ სახლში. ტყეშია ნაპოვნი ერთ-ერთი სამარხი, სამალავიდან იყო ამოღებული. ახლა ექსპერტებს ველოდებით, რომ დადგინდეს ზუსტად ის მიწა და ის შემადგენლობა, რაც იქ აღმოვაჩინეთ. რომელი ქვეყნის საზღვარი გადმოკვეთეს, ვერ დავასახელებ, მაგრამ ჩვენი ვერსიით, არის ე.წ. მწვანე საზღვრიდან გადმოსული.

FBI გვეხმარება ძალიან, ასევე ამ იარაღის სამალავების აღმოჩენაში დიდი წვლილი შეიტანეს მათ. რა გამოიკვეთება ბოლოს, საქართველოზე მუშაობდნენ თუ სხვა მიმართულებით მუშაობდნენ, ტერაქტის მოსაწყობად იყვნენ ჩამოსულები თუ რაზეც იყვნენ, ჯერ ვერ დავასახელებ.

სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური 22 ნოემბრის სპეცოპერაციაზე, ნდობის ჯგუფის შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები