მეუფე შიო

მეუფე შიო: უზნეობის წინააღმდეგ ყველაზე ქმედითია ვილოცოთ ტაძარში

ჩვენ ყველამ უნდა განვაახლოთ ჩვენი დამოკიდებულება ტაძრისადმი. უფრო მეტად გავაცნობიეროთ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ტაძარს, ტაძარში ლოცვას და საიდუმლოებებს ეკლესიისა და ჩვენ თუ ამას გავაცნობიერებთ, ჩვენი ცხოვრება გახდება სხვანაირი, შეიცვლება. ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრება სხვანაირი გახდება. ამდენი ბოროტება აღარ იქნება. არ დაიკარგება სიკეთე. აი, თქვენ გსმენიათ, ალბათ, ხშირად ამბობენ ადამიანები, როდემდე ვითმინოთ? არის სირთულეები საზოგადოებრივი, არის უზნეობა, რომელიც სამწუხაროდ ინერგება, როგორც ნორმალური მდგომარეობა და ამას ცდილობენ, რომ მიგვაჩვიონ ჩვენ რომ ეს ნორმაა და კარგია. რითი ვებრძოლოთ ამას? რა დავუპირისპიროთ? და ყველაზე ქმედითი დაპირისპირება და ყველაზე ქმედითი მოღვაწეობა, ასე ვთქვათ, ეს არის, რომ ჩვენ ვიდგეთ ტაძარში, ვილოცოთ და ვეზიაროთ კვირაობით და დღესასაწაულებზე. ეს შეცვლის ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს პირად ცხოვრებას და ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებასაც.

მეუფე შიოს ქადაგება 4 დეკემბერს სიონის საკათედრო ტაძარში

კომენტარები