სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

ნუ მომკლავ! - ახალგაზრდების მდუმარე აქცია 51-ე სკოლასთან

Ulkar Salamova

51-ე სკოლასთან ახალგაზრდების მდუმარე აქცია სახელწოდებით "ნუ მომკლავ!" მიმდინარეობს. აქციაზე სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სხვები შეიკრიბნენ.

აქციაზე შეკრებილებს თან აქვთ გარდაცვლილ არასრულწლოვანთა ფოტოები. სასულიერო პირებმა ადგილზე გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისიც გამართეს.

უკვე ორი დღეა გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად 51-ე სკოლასთან მოქალაქეები იკრიბებიან.

ხორავას ქუჩაზე 1 დეკემბერს არასრულწლოვნებმა იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე. მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მეორე - სამართალდამცავებს დღეს, 4 დეკემბერს, ჩაბარდა. მკვლელობის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია კიდევ სამი პირი. 

რას მოჰყვა დაპირისპირება, წაიკითხეთ გამოძიების ვერსია აქ.

კომენტარები