მალტელი ჟურნალისტის მკვლელობა

მალტაში ჟურნალისტი ქალის მკვლელობის ბრალდებით 10 პირი დააკავეს

AP

მალტის პოლიციამ ჟურნალისტ დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობის ბრალდებით 10 პირი დააკავა. 2-თვიანი გამოძიების შემდეგ დანაშაულში ბრალდებული 8 პირი ადგილობრივმა პოლიციამ ეუროპოლის დახმარებით 4 დეკემბერს დილით დააკავა, კიდევ ორი ეჭვმიტანილი კი რამდენიმე საათის შემდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას მალტის პრემიერ-მინისტრი ჯოსეფ მუსკატი თვითერის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს. 

დაფნე კარუანა გალიცია საკუთარ მანქანაში 2017 წლის 16 ოქტომბერს ააფეთქეს. ჟურნალისტი და ბლოგერი პანამის დოკუმენტებზე მუშაობდა და პრემიერ მუსკატსა და მის მეუღლეს ოფშორულ გარიგებებში სდებდა ბრალს. გალიციას მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მალტის პრემიერ-მინისტრის და მისი ოჯახის სავარაუდო კორუფციული საქმიანობის შესახებ გამოძიებაც კი დაიწყო.

კომენტარები