იემენის კრიზისი

იემენში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ალი აბდულა სალეჰი მოკლეს

1tv.ge

იემენში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ალი აბდულა სალეჰი მოკლეს. სალეჰის მანქანას თავს იემენის დედაქალაქ სანასთან ახლოს დაესხნენ. ინფორმაციას, ექს-პრეზიდენტის მომხრეებზე დაყრდნობით, სააგენტო როიტერსი ავრცელებს. 

ალი აბდულა სალეჰი ქვეყანას 33 წლის განმავლობაში მართავდა, ვიდრე 2011 წელს იძულებული არ გახდა ქვეყანა იემენი დაეტოვებინა და თავი საუდის არაბეთისთვის შეეფარებინა. 

კომენტარები