მთავრობაში სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ კანონ-პროექტების პაკეტის განსახილველად, პარლამენტი პრეზიდენტს რიგგარეშე პლენარული სხდომის დანიშვნის მოთხოვნით მიმართავს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თვამჯდოამრემ ირაკლი კობახიძემ დღევანდელი ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
„გაცნობებთ, რომ მივმართეთ ჩვენ საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით. გვსურს, რომ 6 დეკემბრის 12:00 საათიდან იყოს მოწვეული რიგგარშე სხდომა. მიზანი არის მთავრობაში განსახორციელებელ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონპროექტების პაკეტის განხილვა და მიღება სამი მოსმენით. წარმოდგენილია 99 პროექტი პაკეტში." - ამბობს კობახიძემ.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ცვლილებების პაკეტის თავდაპირველი ვერსია შეიცვალა და მთავრობამ რამდენიმე პროექტი უკან გაიქვია, მათ შორის კანონპროექტი სახელმწიფო უსაფრთოხებისა და დაზვერვის სამსახურების გაერთიანების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ მთავრობაში სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ ცვლილებების პაკეტის განხილვა, პარლამენტში გადაიდო. ირაკლი კობახიძის თქმით, გადადების მიზეზი კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, აზრთასხვადასხვაობა იყო და განხილვა კონსულტაციების შემდეგ გაგრძელდებოდა. როგორც რამდენიმე დღის წინ კობახიძემ თქვა, აზრთასხვადასხვაობა დაზვერვის სამსახურსა და გარემოს დაცვის სამინისტროს საკითხებთან დაკავშირებით იყო. თუმცა გარემოს დაცვის სამინისტროს შესახებ კანონ-პროექტში იგივე ჩანაწერი რჩება, რომლის მიხედვითაც ის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთიანდება.





