კრიმინალი

გორში სლოტ-კლუბის დაყაჩაღებისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1995 წელს დაბადებულმა ნ.გ-მ თანამზრახველთან ერთად, ქალაქ გორში სლოტ-კლუბი დააყაჩაღა, 1650 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"ნ.გ.-ს პირადი ჩხრეკისას, გატაცებული თანხის ნაწილი, დანა, სამედიცინო ხელთათმანები და პირბადე ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - შავი ფერის 2 სანთებელა-პისტოლეტი. თანამზრახველის დადგენა-დაკავების მიზნით მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები" - აცხადებს შსს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).

კომენტარები