ემინემი

ემინემმა ელტონ ჯონს საქორწინო საჩუქრად პენისის ბეჭედი აჩუქა

unilad.co.uk

სერ ელტონ ჯონმა The Graham Norton Show-ში ემინემზე ისაუბრა.

ელტონ ჯონის თქმით ის და ემინემი დიდი ხანია ძალიან კარგი მეგობრები არიან.

"მას სიმღერის ტექსტების გამო ჰომოფობიაში ადანაშაულებდნენ, რაც სრული სისულელეა. მე ემინემთან ერთად Grammy-ზე სიმღერა Stan შევასრულე და ამით მას მხარი დავუჭირე. მას შემდეგ ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ, ის შესანიშნავი ადამიანია." - თქვა ბრიტანელმა მომღერალმა.

ელტონ ჯონმა ემინემის მიერ გაგზავნილ საქორწინო საჩუქარზეც ისაუბრა.

"როდესაც დეივიდმა და მე ვიქორწინეთ, ემინემისგან შეფუთული საჩუქარი მივიღეთ. შიგნით ორი ბრილიანტის პენისის ბეჭედი იდო. უნდა გამოვტყდე, რომ ის არასდროს გამოგვიყენებია." - თქვა ელტონ ჯონმა.

კომენტარები