ემინემი

ემინემი დეტროიტელ ექიმებს სპაგეტით გაუმასპინძლდა

Hip-Hop Lately

ამერიკელი რეპერი ემინემი მშობლიური დეტროიტის ექიმებს სპაგეტით გაუმასპინძლდა.

"ჩვენმა ჯანდაცვის სამსახურის გმირებმა Mom's Spaghetti დააგემოვნეს, რომელიც ნამდვილმა დეტროიტელმა - ემინემმა უწილადა. მადლობა სპეციალური სადილისთვის,"-წერს ერთ-ერთი კლინიკის გვერდი. 

ჰიპ-ჰოპ არტისტმა ათასობით მედიკოსს სადილი გაუგზავნა. კონტეინერებს მუსიკოსის ლეიბლის Shadow Records ლოგო და წარწერა Mom's Spaghetti აქვს დართული. ფრაზა Mom's Spaghetti ემინემის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერიდან Lose Yourself არის. 

23 აპრილის მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 856,832 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელდა 84,050 და გარდაიცვალა 48,051 ადამიანი.

კომენტარები